რეზონანსი
27.06.2023

„რა თქმა უნდა, ისინი [რადიკალური ოპოზიცია] იყენებდნენ იგივე 8 მარტის აქციის დროს ამ [ლაზარე გრიგორიადისს] ახალგაზრდას, მათი მანკიერი მიზნების, რევოლუციის რეალიზებისათვის. ამის შემდეგაც ხდებოდა ამ ახალგაზრდის გამოყენება, თუმცა როგორც ჩანს, მათ არ ესიამოვნათ გრიგორიადისის მამის განცხადება, ახლა გაბუტულები არიან და არ დადიან სასამართლო პროცესზე. ეს მთლიანად მათ ღირებულებებს აჩვენებს. საკუთარი მხარდამჭერის ბოლომდე დაცვაც კი არ შეუძლიათ. ეს არის მათი რეალური სახე. ნული ღირებულება აქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" და აქედან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯები არ არის გასაკვირი", - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.

ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა „ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ლაზარე გარკვეულმა ორგანიზაციებმა და ენჯეოებმა გამოიყვანეს აქციაზე და მსხვერპლად შესწირეს რუსულ მთავრობას

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×