რეზონანსი
27.06.2023

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების მომსწრე ვიყავით და ჯერჯერობით კიდევ არ არის ნათელი თუ რასთან გვქონდა საქმე. თუმცა, ნათელი გახდა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის ის მოუთმენლობა და დიდი პროვოკაციის წყურვილი, რაც „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" და „გლობალური ომის" პარტიის ქართულმა ფილიალმა გამოავლინა. „დავკეტოთ ლარსი", „შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი", „მოვიწვიოთ უშიშროების საბჭო", „მოვახდინოთ ჯარების სასწრაფო მობილიზაცია",- ეს ყველაფერი ყვავილები იყო იმასთან შედარებით, როდესაც პირდაპირ ითქვა, რომ ახლა უკვე დამდგარი არის ის გეოპოლიტიკური ჟამი, როდესაც ჩვენ ომით დაკარგული ბრძოლით უნდა დავიბრუნოთ. ანუ პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებზე უნდა გადავსულიყავით", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ასეთმა გაუთვლელმა, იმპულსურმა, პირად ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე აგებულმა ნაბიჯებმა მისცა პუტინს საშუალება, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მისი აგრესია განეხორციელებინა.

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა თუ რამდენად უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს. ამავდროულად, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამაც დაინახა და შეაფასა თუ რას ნიშნავს ისეთი ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებებისაკენ უბიძგებს სახელმწიფოს. მოვუწოდებ ჩვენ საზოგადოებას, ბოლომდე ვიყოთ ერთგული იმ კურსისა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და რომელიც არის გამარჯვების კურსი", - განცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×