რეზონანსი
27.06.2023

„ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისგან თავს იკავებს.

სამადაშვილის თქმით, ის ქვეყნის პრობლემებით არის დაკავებული.

„მე დაკავებული ვარ ჩემი ქვეყნის პრობლემებით, იმით, რომ საქართველო დღეს არის უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე, იმით, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღება, სჭირდება უსაფრთხოების გარანტიების განმტკიცება იმ საფრთხეების ფონზე, რომელიც რუსეთში შეიძლება, განვითარდეს უახლოეს მომავალში. ეს არის ჩვენი საზრუნავი და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი სააკაშვილის განცხადებაზე", - განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×