რეზონანსი
27.06.2023

ესეც არის სწორედ იმის ნაწილი, რომ ადამიანებში საკითხების მიმართ არასწორი დამოკიდებულება შემოიტანონ. ის, რა მიზანსაც ემსახურება დენდროლოგიური პარკის შექმნა, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდო დენდროლოგიური პარკის შექმნაში და არა მხოლოდ, თავად ამ პარკის შექმნის იდეა, ნახეთ კიდევაც რამდენად მიზიდულობის წერტილად იქცა, ამ იდეის გაუფასურება უნდათ, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ყველა საქველმოქმედო პროექტი ჩვენს ქვეყანას ხმარდება. მისი თქმით, დენდროლოგიური პარკი მას შემდეგ, რაც ქონების გადაცემის ყველა პროცედურას გაივლის, ჩვენს ქვეყანას გადაეცემა.

"თავისთავად, ის პროექტები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, ეს ხომ არ არის პირველი საქველმოქმედო ხასიათის პროექტი, საბოლოოდ, ჩვენს ქვეყანას ხმარდება. ვიცი, რომ ეს საბოლოოდ ჩვენი ხალხისთვის არის გამიზნული და ასეც იქნება. ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს, მათ შორის, ქონების გადაცემის საკითხს. ეს პარკი, ჯერ კიდევ, შექმნის პროცესში არის. ის თავის დროზე გადაეცემა ისევ სახელმწიფოს, როგორც ეს თავიდანვე იყო გაცხადებული. მთავარია, რომ გაცხადებული მიზანი რაც არის, ამ დენდროლოგიური პარკის შექმნა, ზუსტად ამ მიზნის მიხედვით მოხდება ყველა ეტაპის გავლა. თქვენი რეპორტაჟებიდანაც გავიგეთ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ პარკის ექსპონატებით შევსება. მნიშვნელოვანია, რომ 3 მილიარდზე მეტი ქველმოქმედება გასწია ბიძინა ივანიშვილმა და ეს არის სწორედ რაც, მე მგონი, თქვენც უნდა აღნიშნოთ, რომ ასეთი დიდი საქმეები კეთდება მისი მხრიდან უამრავი. როდესაც ხდება მცდელობა მედიის მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, რომ საზოგადოებაში შეიტანონ ეჭვი, დაბნეულობა და კონსპირაციები შექმნან ეს არის ამ კამპანიის ნაწილი," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×