რეზონანსი
27.06.2023

გაეროს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მათგან 77 პირი (71 კაცი და 5 ქალი) კი სიკვდილით დასაჯა. ორგანიზაციის თქმით, დაკავებები განხორციელდა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში.

"ჩვენ დავაფიქსირეთ სულ 77 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილით დასჯა, რომლებიც თვითნებურად დააკავა რუსეთის ფედერაციამ," - განაცხადა უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა გამოავლინა თვითნებური დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებიც. მათ შორის, წამების, არასათანადო მოპყრობისა და გაუჩინარების.

ანგარიში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×