რეზონანსი
29.06.2023

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო კომუნიკაციის პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, კრემლი ყველაფერს აკეთებს ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად.

ამ თემაზე მას კითხვა ბრიფინგზე დაუსვეს.

ჟურნალისტი - როგორც ცნობილია სარკინიგზო მოძრაობა საქართველოს გავლით რუსეთსა და აფხაზეთს შორის ბლოკირებულია. ერევანში ამბობენ, რომ პრობლემა აფხაზეთშია. რა პერსპექტივები არსებობს ამ საკითხის გადასაწყვეტად?

ზახაროვა - ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკა. ეს საგზაო რუკა, ასე ვთქვათ, მოიცავს სახელმწიფო მეთაურების დონეზე და შესაბამისი კომისიების დონეზე გაფორმებულ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლების ეგიდით. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ ყველაფრის განხორციელების უზრუნველსაყოფად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×