რეზონანსი
29.06.2023

ის, რომ შეკითხვები არსებობს და ამასთან დაკავშირებით დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, ეს უკვე საგანგაშოა, რადგან ჩვენნაირი ქვეყანა ამ ომის ვითარებაში არ უნდა აჩენდეს საკუთარი ხელისუფლების არასწორი განცხადების გამო შეკითხვებს, შეკითხვები გაჩნდა და ძალიან ბევრი სტატია დაიბეჭდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, ქვეყანასთან თუ კონკრეტული შეკითხვები ჩნდება, ამაზე სრულად პასუხისმგებელია ხელისუფლება.

„კარგია, რომ კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ასეთი ინფორმაციით ტოვებენ ჩვენი პარტნიორები ქვეყანას. არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება ისევ არ გააჩენს შეკითხვებს სანქციების თავის არიდების საკითხთან დაკავშირებით. კარგია, რომ კონკრეტული ფაქტები არ არის, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება შეკითხვებს აჩენს და არაფერს არ აკეთებს, რომ ჩვენი პოზიციები მტკიცე იყოს. მხოლოდ ოპოზიცია არ არის ინფორმაციის წყარო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ისინი ქვეყანაში კონკრეტულ ვითარებას სწავლობენ და ამის შესაბამისად ჩნდება შეკითხვები. „ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის, რომ თუ ქვეყანასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვები ჩნდება, ამაზე სრულად პასუხისმგებელია ხელისუფლება, ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია და არის გადაწყვეტილების მიმღები", - განაცხადა სამნიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×