რეზონანსი
29.06.2023

ჰიბრიდული ომი, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰქონდათ წარმოებული, გაშიშვლდა და გამოჩნდა, რომ ეს ნამდვილად იყო საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ამ შეფასების ფონზე ის რეაქცია და ისტერია, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა.,ის დეზინფორმაცია, ჰიბრიდული ომი, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰქონდათ წარმოებული, გაშიშვლდა და გამოჩნდა, რომ ეს ნამდვილად იყო საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ. გამოაშკარავდა, რომ ეს ადამიანები მტრობენ ამ ქვეყანას",- აღნიშნა იონათამიშვილმა.

საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის. ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ ქვეყანამ მასშტაბური კომპლექსური სისტემა შეიმუშავა იმისთვის, რათა სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ მოხერხდეს. ბრიფინგზე ისიც ითქვა, რომ სანქციები ეხება ისეთ ფინანსურ სექტორს, ნივთებსა და საქონელს, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს იარაღის შესაძენად ან ბრძოლის ველზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავინ ითხოვს საქართველოსგან ვაჭრობის შეჩერებას საკვებზე, სასუქზე ან სხვა ფართო მოხმარების საქონელზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×