რეზონანსი
29.06.2023

"კურიერის" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის საქმეზე 16 წლის არასრულწლოვანი დააკავეს. დაკავებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს. დილიდან მის სახლთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ჩხრეკა. დაკავებულს გააცნეს ბრალი და რამდენიმე წუთის წინ, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ყველა სამართლებრივ პროცედურას, რომელიც არასრულწლოვანის სახლში ტარდებოდა, მისი უფლებადამცველი დაესწრო. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებს უახლოეს საათებში გაეცნობა.

"არასრულწლოვანია. ჯერ საქმის მასალებს არ გავცნობივარ. რომ გავეცნობი საქმის მასალებს, შემდეგ მოგცემთ განმარტებას,"- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დილიდან დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, სპეცოპერაციები მიმდინარეობს. ფონიჭალაში რამდენიმე პირი აიყვანეს. სავარაუდოდ, დაპატიმრებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×