რეზონანსი
29.06.2023

მისი თქმით, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაფრის მიუხედავად ძალაუფლებას შეინარჩუნებს, რაშიც ცდება -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, რომ აფხაზეთის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი აღდგეს.

"ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდათ, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. თქვენ გახსოვთ, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ელჩმა ოფიციალური დემარში გამოუცხადა ქვეყანას, რომელიც ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში, ბუნებრივია, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის "ოცნება" ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ პუტინის საამებლად რომლისთვისაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იზოლაციაში ყოფნის პირობებში, ალტერნატიული სატრანსპორტო გზების ძიება, დარწმუნებული ვარ მზად არის ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს, რადგან თვლის, რომ მაინც არჩევნების გაყალბების გზით შეინარჩუნებს ძალაუფლებას. სწორედ აქ ცდება ივანიშვილი, როცა ქვეყნის ღია რუსფიკაციის ფონზე ჰგონია, რომ ნებისმიერი გაყალბების პირობებში ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×