რეზონანსი
29.06.2023

აჯანყება, რომელიც შაბათ-კვირას ვნახეთ, მეტყველებს იმაზე, რომ რუსულ სისტემაში არის ბზარები და განხეთქილება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის რუსეთის შიდა საკითხები და ჯერ ნაადრევია რაიმე საბოლოო დასკვნების გაკეთება, რადგან ჯერ კიდევ არ არის ნათელი, თუ ვაგნერის ძალის რა ნაწილი აღმოჩნდება ბელარუსში ან სხვა ადგილებში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

„ნატოსთვის მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. სამიტზე ველოდები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ახალ განცხადებებს, ჩვენ ასევე შევთანხმდებით მრავალწლიან პროგრამაზე, რათა დავეხმაროთ უკრაინას და უკრაინა ნატოსთან სრული თავსებადი იყოს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა იყოს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში", - განაცხადა სტოლკტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×