რეზონანსი
29.06.2023

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დასუსტდა სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის" აჯანყების შედეგად, რაც ცხადყოფს, რომ ის „არ არის ერთადერთი ბატონი ქალაქში" და რომ „მან დაკარგა ძალის მონოპოლია".

ჟოზეფ ბორელის თქმით, გლობალურმა საზოგადოებამ „ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს შედეგები".

„უფრო სუსტი პუტინი უფრო დიდი საფრთხეა. აქამდე რუსეთს როგორც საფრთხეს ვუყურებდით, რადგან ის ძალა იყო. ახლა ჩვენ უნდა შევხედოთ რუსეთს, როგორც რისკს შიდა არასტაბილურობის გამო", - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×