რეზონანსი
04.07.2023

ოპოზიცია ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ ანგარიშს აფასებს.

"ქართული ოცნების" ოპონენტების განცხადებით, ტყუილია, რომ 12-დან 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულია:

"პრინციპულად და პრაქტიკულად ეს არის ტყუილი, რომ 12-დან 12-ვე რეკომენდაცია არის შესრულებული. ამაზე მეტყველებს ის ანგარიშიც, რომელიც გამოაქვეყნა ბრიუსელმა გასულ კვირას, სადაც მკაფიოდ და გარკვევით, შავით თეთრზე ნათქვამია, რომ 12-დან 9 რეკომენდაცია და ყველაზე ფუნდამენტური რეკომენდაციები, რომელიც ეხება დეოლიგარქიზაციას, დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმას, მედიის თავისუფლებას, არის შეუსრულებელი. რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ეს არის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი", - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, "ქართულ ოცნებას" დეპოლარიზაცია არ სურს:

"სამუშაო ჯგუფებში ჩართვას, არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული წილი ჰქონდეს დეპოლარიზაციაში. აქ საუბარია იმაზე, როგორ უდგება ოპოზიციას თვითონ ხელისუფლება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ძალადობა, თავდასხმები, ვერბალური შეტევა, როდესაც გვეძახიან არარაობებს დარბაზში - "ქართულ ოცნებას" დეპოლარიზაცია არ სურს, მათ სურთ რადიკალიზაცია," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი ხატია დეკანოიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×