რეზონანსი
04.07.2023

სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები გავრცელდა. შემთხვევა 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გია გაჩეჩილაძის სიძემ, გიგიშა შარაშიძემ სცემა. ინტერნეტში გავრცელებული კადრებს დღეს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ძალადობრივი გზებით გაუსწორდეს ყველას.

"ხელისუფლებას, ცხადია, უნდოდა ნაცები, ნაბეგვი ოპოზიციონერების ჩვენება. შეგახსენებთ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ ამბავს, რომელმაც წლები გაატარა ციხეში გამოვიდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით და ახლა ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ ძალადობრივი გზებით, რომ ყველას გაუსწორდებიან," - აცხადებს ხაბეიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ფიზიკური ძალადობა მიუღებელია.

"თვითანგარიშსწორება და ფიზიკური ძალადობა, რასაკვირველია კატეგორიულად საზოგადოდ მიუღებელია.

როდესაც ასეთ შემთხვევას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, რომ მსხვერპლი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოს კომპეტენტურ დაწესებულებებთან იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

მხოლოდ იმის თქმა, რომ ეს შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული, როგორც დაშინების მცდელობა, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს არამც და არამც არ შეიძლება იყოს გაგებული, როგორც დაშინების მცდელობა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×