რეზონანსი
04.07.2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 60 წლამდე კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს და წერს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მედია წერს, რომ კაცებს შორის კონფლიქტი გარდაცვლილის ბაღში საქონლის შეშვებას მოჰყვა.

"გარდაცვლილის ბაღში შეუშვა საქონელი ამ კაცმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საქონლის მეპატრონემ გარდაცვლილს ხელი დაარტყა, რის მერეც მას ინსულტი განუვითარდა", - უთხრეს "მოზაიკას".

ფიზიკური დაპისრიპირების შემდეგ, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×