რეზონანსი
04.07.2023

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ ანგარიშს აფასებს და ამბობს, რომ რისი შესრულებაც შეიძლებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან, ყველა ვალდებულება ბოლომდე არის შესრულებული ამ კუთხით.

ასევე, იონათამიშვილმა რეკომენდაციების შესრულების ნაწეილში ოპოზიცია ახსენა და თქვა, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს "მტრობენ":

"ამ დროისთვის რისი შესრულებაც შეიძლებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან, ყველა ვალდებულება ბოლომდე არის შესრულებული. ახლა მნიშვნელოვანია იმპლემენტაციის ნაწილი და ამ პროცესს თითოეული ჩვენგანი უნდა დავაკვირდეთ. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი მტრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, როგორც არ უნდა ეცადოს რადიკალური ოპოზიცია სხვა აღქმის შექმნას, ფაქტი არის ძალიან ცხადი და ჩვენი საზოგადოება შეცდომაში არ შევა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×