რეზონანსი
04.07.2023

„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე ისაუბრა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, სააკაშვილს კონკრეტულ დანაშაულზე მისჯილი აქვს. ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. ის, რასაც სააკაშვილი ცდილობდა და აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი პიარკამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ეს იყო მცდელობა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ თითქოს ადამიანების უფლებები ირღვევა. მთავარი და მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი კალორიები და შესაბამისად იკვებოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა სთხოვოს მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, თბილისში კონსულტაციებისთვის.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×