რეზონანსი
05.07.2023

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს, 5 ივლისს, ზაჰესში, გრიგოლ ხანძთელის ქ. N 14-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს, 5 ივლისს 12:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს 5 ივლისს, 12:00 საათიდან 6 ივლისის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი: გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ფერაძის, გოგიაშვილის, ცხაკაიას, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, ანდრონიკაშვილის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მარშალ გელევანის, ბაქრაძის, გოთუას, მაჭავარიანის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, რჩეულიშვილის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს, ქოშიგორას და ზურგოვანს, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ვაშლიჯვრის, ბენდუქიძის, დიდი დიღმის და მიმდებარე დასახლებებს.

დიდუბის რაიონი: აღამაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრს და დიღმის მასივის I კვარტლის ნაწილს;

გლდანის რაიონი: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს;

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა" და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×