რეზონანსი
05.07.2023

ჩვენ რასაც ვვაჭრობთ რუსეთთან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, იმავეს ვაჭრობს დასავლეთი ერთი დღის განმავლობაში. ჩვენი ერთი წლის მაჩვენებელი და დასავლეთის ვაჭრობის ერთი დღის მაჩვენებელი არის ერთი და იგივე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ დროს ყველაფერი ნათელია. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამს, რომელიც მძიმე ზიანს მიაყენებს ქვეყანას.

„ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას უფრთხილდება. ეს არის, რაც ამოძრავებს ნებისმიერ ქვეყანას. ჩვენც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზარალებს საკუთარ ქვეყანას, მოსახლეობას. გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც მარტო პირველივე წელს გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, სულ მცირე, ორ-ნახევარი მილიარდი დოლარით შემცირებას. ამას ითხოვდა ოპოზიცია და თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ, საითკენ არის ორიენტირებული რადიკალური ოპოზიცია, ვისი დაკვეთით მოქმედებენ ეს პოლიტიკური ძალები. იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×