რეზონანსი
08.07.2023

ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგი არიან.

როგორც ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ჟურნალისტებს განუცხადა, მადრიდი არ იზიარებს აშშ-ის გადაწყვეტილებას, გადასცეს უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა, თუმცა მისივე თქმით, პატივს სცემს სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებას.

„ესპანეთი მოქმედებს იმ მტკიცე ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც ესპანეთს აქვს უკრაინის მიმართ. ასევე აქვს ვალდებულება, რომ გარკვეული ხასიათის შეიარაღება და ბომბები არ შეიძლება, გადაეცეს უკრაინას, არავითარ გარემოებებში. კასეტური ჭურვები - არა. უკრაინის კანონიერი თავდაცვისთვის განკუთვნილი დახმარება - კი", - განაცხადა რობლესმა.

თავის მხრივ, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგ გამოვიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი. მისი თქმით, ლონდონი არ წაახალისებს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას და ბრიტანეთი არის მათი აკრძალვის შესახებ კონვენციის ხელმომწერი.

ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ამერიკული წარმოების კასეტური საბრძოლო მასალა გადაეცეს. როგორც თეთრ სახლში განმარტეს, უკრაინამ პირობა დადო, რომ მინიმუმამდე შეამცირეს ამ საბრძოლო მასალის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკს. მათივე განმარტებით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი კასეტური საბრძოლო მასალა გაცილებით ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოქალაქეებს, ვიდრე ის კასეტური ბომბები, რომელსაც რუსეთი იყენებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×