რეზონანსი
08.07.2023

გერმანია და საფრანგეთი კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით მჭიდრო კონტაქტში არიან, ამიტომ ჩვენ მათი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ასევე, ბევრი სხვა ქვეყნის, სადაც ჩვენ ვიზიტები გვქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განაცხადა გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად".

„ნურავინ გვეტყვის ჩვენ, რომ ჩვენ რაიმე კრიტერიუმს ან წინაპირობას არ ვაკმაყოფილებდით უკრაინასთან, მოლდოვასთან და მოგვიანებით, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით. სამივე ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრით. ამიტომ, ნურავინ გვეტყვის ჩვენ, ქართულ საზოგადოებას ნურავინ შეაყრის თვალში ნაცარს, რომ თითქოს, ჩვენ უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით რომელიმე კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ბუნდოვანება, იმის წინასწარ განსაჭვრეტად, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება წლის ბოლოს, რადგან გამოცდილება გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ წინ ვიყავით სამივე ქვეყანასთან შედარებით, დავიჩაგრეთ და ბოლოს აღმოვჩნდით. ასე, რომ არ არის გამორიცხული, დეკემბრის გადაწყვეტილებაც ასეთი იყოს.

რაც შეეხება სკეპტიკოსებს, ამა თუ იმ ქვეყნებს, გერმანიასა და საფრანგეთს. ხედავთ, გერმანიასთან ძალიან ინტენსიურად გვაქვს ორმხრივი ვიზიტები. 10-11 ივლისს გვეწვევა გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე. იცით, რომ შარშან მეც გახლდით გერმანიაში, სულ ახლახან - საფრანგეთში. ასეთი სახის ვიზიტები პრემიერს მუდმივად აქვს და სულ ახლახან ბერლინში გახლდათ. გერმანია და საფრანგეთი ამ საკითხებთან დაკავშირებით მჭიდრო კონტაქტში არიან, ამიტომ ჩვენ მათი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ასევე, ბევრი სხვა ქვეყნის, სადაც ჩვენ ვიზიტები გვქონდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხედავენ „ნაციონალური მოძრაობის" მცდელობას, სხვა ქვეყნებში პოლიტიკური პარტნიორები საქართველოს საზიანოდ გამოიყენოს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×