რეზონანსი
10.07.2023

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომში 23 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 17 წლის არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

დაკავებულის ადვოკატის, პაატა მანველიშვილის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

"არასრულწლოვანია ბრალდებული, აქედან გამომდინარე, საქმის დეტალებს ვერ გეტყვით. დანიშნულია ექსპერტიზები. დაველოდებით გამოძიების დარულებას, რომ გვქონდეს სრული სურათი", - ამბობს ადვოკატი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×