რეზონანსი
10.07.2023

თუკი ჩვენ შევეცდებით, რომ კონკრეტული თვლადი ან თვისობრივი მახასიათებლების მიხედვით შევაფასოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ვფიქრობ, არავის დარჩება კითხვის ნიშნები, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რა ფუნქციები და ამოცანები შეასრულა საქართველომ სამშვიდობო მისიებში, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ. იმ ფონზე, როდესაც ღიად იყო გამოხატული პოლიტიკური მდგენელი, მზადყოფნა როგორც ნატოს მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ დიდია საფრთხეები და მათთან გამკლავების რა ქმედითი ინსტრუმენტები შეიძლება არსებობდეს. დღევანდელი გადასახედიდან ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ნატოს წევრობა, სხვაგვარად ამ გაზრდილ საფრთხეებთან გამკლავება სახელმწიფოებს ძალიან სერიოზულად გვიჭირს. ამაზეა საუბარი შალვა პაპუაშვილის განცხადებაშიც. კრიტერიუმები არის კონკრეტული პარამეტრები, მაგალითად, უნდა გქონდეს ისეთი თავდაცვისუნარიანობა, რომელიც გარკვეულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. თუკი ჩვენ შევეცდებით, რომ კონკრეტული თვლადი ან თვისობრივი მახასიათებლების მიხედვით შევაფასოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ვფიქრობ, არავის დარჩება კითხვის ნიშნები, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რა ფუნქციები და ამოცანები შეასრულა საქართველომ სამშვიდობო მისიებში", - აცხადებს სარჯველაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×