რეზონანსი
10.07.2023

როგორც ქვეყანას, რომელიც აფერხებს ანტიქრისტეს სამყაროში მოსვლას. „რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.

„დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთი, დიდი ყურადღებით და იმედით უყურებს რუსეთს, როგორც უკანასკნელ ციხესიმაგრეს. ბიბლიური თვალსაზრისით, რუსეთი ხდება ბოროტების სრული ბატონობის, ანუ ანტიქრისტეს შემაკავებელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ამ დროს ჩვენს ეკლესიას ეკისრება უზარმაზარი სულიერი პასუხისმგებლობა თავისი ხალხისთვის, ქვეყნის წინაშე და მთელი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.

მან ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ „დიდი ისტორიული ღვაწლი შეასრულა - რუს ხალხს რწმენა შეუნარჩუნა".

„დღეს ჩვენ გვეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა და ბევრი რამ არის გასაკეთებელი ჩვენი ხალხის სულიერი აღორძინებისთვის უკვე საკმარისი კეთილგანწყობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის პირობებში. ღვთის კურთხევა იყოს რუსეთზე, ჩვენს საყვარელ სამშობლოზე. ჩვენს ეკლესიაზე და ამ წმინდა მონასტერზე", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×