რეზონანსი
10.07.2023

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრობას არ იმსახურებს, საზღვარგარეთ რუსეთი და ჩვენი ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს

„ორი აქტორია, ვინც საუბრობს იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებს ნატოს და არ შეიძლება, რომ საქართველო დღეს გახდეს ნატოს წევრი. ერთი აქტორი არის საზღვარგარეთ რუსეთი და ჩვენი ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიცია, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა". როდესაც ისინი მსგავს განცხადებას აკეთებენ, პირველ რიგში შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს და საზოგადოებას",- აღნიშნა იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატოში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×