რეზონანსი
14.07.2023

"ხალხის ძალის" წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის აზრით, „უცნაური ომის“ ისტორიაში, როგორც ჩანს კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერება. საქმე ისაა, რომ უკრაინის პარლამენტი სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს, შესაბამისი ინიციატივა უკრაინის რადაში უკვე დარეგისტრირდა.

„უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ჩვენ მიერ „ნაწინასწარმეტყველებ“ გადაწყვეტილებას - გაწყვიტონ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები. ასე უბრძანეს ზელენსკის რეჟიმს მმართველმა აგენტოკრატებმა და ამ „უცნაური ომის“ ისტორიაში, როგორც ჩანს კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერება - უკრაინის პარლამენტი სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს.

უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების მისამართით მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ მიმართვის პროექტი. რადას ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა განმარტებითი ბარათი: „ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაზე“.

პროექტის ინიციატორად რამდენიმე ათეული დეპუტატი დასახელდა, მათ შორის, საპრეზიდენტო პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია. ამ უკანასკნელმა არ შეიძლება არ იცოდეს, რომ გვარამიასაგან განსხვავებით, სააკაშვილის შეწყალება მიმდინარე საქმეებთან (სულ რომ ძალიან უნდოდეს ზურაბიშვილს) ტექნიკურად ვერ განხორციელდება. აქედან დასკვნა - კიევი მიდის გამიზნულ ვა-ბანკზე. როგორც ჩანს, NATO-სკენ მიმავალ გზაზე, რუსეთის საბოლოო დამარცხებამდე - ოფიციალური მტრების სიაში, მან საქართველო უნდა შეიყვანოს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×