რეზონანსი
14.07.2023

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილებით, სხდომა, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიხურა. სასამართლომ შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პატიმრობაში დატოვა. 

40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობას ედავება. ბრალდება 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს მიმართა. 13 წლის გოგოს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.  

მოზარდი ბებიას მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდა. შვილი გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი წარსულში არაერთხელ ნასამართლევია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×