რეზონანსი
14.07.2023

რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის? არავითარი განსხვავება არ არის, ეს არის ერთიანი „კოლექტიური ნაცმოძრაობა". მათ აერთიანებს ერთი რამ - აგენტობა. ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები და ეს არის მთავარი, რაც მათ აერთიანებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ ძალას. ჩვენ ამიტომ ვუწოდებთ მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას" - რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის? არავითარი განსხვავება არ არის, ეს არის ერთიანი „კოლექტიური ნაცმოძრაობა". მათ აერთიანებს ერთი რამ - აგენტობა. ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები და ეს არის მთავარი, რაც მათ აერთიანებს. სხვაობა მათ შორის არის პირობითი. ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, არავითარი განსხვავება არაა მათ შორის. ეს ასევე აჩვენებს იმას, რომ სრული დეფიციტი აქვთ - არცერთი ლიდერი არაა „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში". როგორ ხალხზეა საუბარი - როცა მეტი არჩევანი არ გაქვს, ვიდრე ხაბეიშილი, გვარამია ან ვაშაძეა, აქედან ჩანს, როგორი საკადრო შიმშილია „ნაცმოძრაობაში". არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება - არაფერი არ მოსდგამთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს წარმოადგენს „ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობას", - აცხადებს კობახიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×