რეზონანსი
14.07.2023

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის რადაში დაინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით საუბრობს.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - „უკრაინის რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დაინიცირდა პროექტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნიან, შეიძლება, თუ არა ზურაბიშვილი გავლენის ქვეშ მოექცეს?".

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, რა არის ამ ყველაფრის მიზანი.

„აქ ჩანს კოორდინაცია და კოორდინაციას აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლარიზაცია, არეულობა, ეს არის საბოლოო ჯამში, მეორე ფრონტი. თუ დააკვირდებით, ამ კოორდინაციაში ყველგან ზუსტად იგივე ადამიანები არიან ჩართული, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ პირდაპირ მეორე ფრონტისკენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის ქვეყნის ინტერესებში, იმოქმედებს არა ვიღაცის ინტერესების კარნახით, არამედ იმოქმედებს ქვეყნის ინტერესების კარნახით. ვნახოთ, როგორი იქნება მისი პოზიცია", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×