რეზონანსი
14.07.2023

ევროკავშირში თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები, ნუ მისცემენ ვიზებს, როგორ შეიძლება, საქართველოში ფრენები გახდეს რისკების საფუძველი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთიდან საქართველოში დღეში ხუთი რეისი სრულდება.

„ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს გავლით ეშინიათ, რომ ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება იმას, რამდენად სარისკოა ამ კუთხით საქართველოში ფრენები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით, მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, დღეში თურქეთში რუსეთიდან დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანში დაახლოებით 25, სომხეთშიც - დაახლოებით 25, ჯამში არის 150 რეისი. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება ხუთი რეისი. ახლა თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი. როგორ შეიძლება, საქართველოში ფრენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი. ეს ხომ ცარიელი სპეკულაციაა, ტყუილებია. როგორ შეიძლება, ელჩი ასეთ რამეს კადრულობდეს, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უნდა უფრთხილდებოდეს. არ შეიძლება ასეთი ტყუილებით რაღაც პიარული სვლების დაგეგმვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×