რეზონანსი
15.07.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრობლემა ოპოზიციაში არის არა მათ სტრუქტურაში, გაერთიანებაში, პრობლემა არის ის, რომ მათ არა აქვთ სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება როგორიც უნდა ჰქონდეს პატრიოტ ადამიანს.

„ისინი სინამდვილეში არ არიან ქართველი პოლიტიკოსები და ეს არის პრობლემა, რასაც ჩვენ ვუყურებთ, მათთვის ავტორიტეტი არის არა ქართული საზოგადოება, არამედ სხვა საზოგადოებები. ხედავთ მათ რეაქციები, მათ განსაკუთრებულ აღტკინებებს უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების მიმართ. ამიტომ ეს არის პრობლემა, თუ არ არიან ქართველი პოლიტიკოსები, არც უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ქართველი ამომრჩეველი მათ მხარს დაუჭერს. რაც შეეხება გაერთიანებას, რაც უფრო ერთად იქნებიან, მით უფრო მეტად დაზიანდებიან საბოლოო ჯამში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×