რეზონანსი
15.07.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, დღეს ოპოზიცია აბსოლუტურად გაკოტრებული, განულებული, დეგრადირებული, ფრაგმენტირებული და მთლიანად დაშლილია.

პრემიერმა დავით არახამიასა და ნიკა გვარამიას შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებისა და „დესტრუქციული ოპოზიციის" კოორდინაცია „ხელის გულზეა".

„[არახამია-გვარამიას შეხვედრა] ესეც მორიგი ფაქტია, ადრეც ვამბობდით, რომ პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა მათი კოორდინაციის - უკრაინის ხელისუფლების და ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის. ეს ყველაფერი ხელის გულზეა. ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რის გამოც ქალბატონმა პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალა ისაა, რომ პოლარიზაცია უნდა შემცირებულიყო. მინდა დავუსვა კითხვა - რაიმე შეეტყო პოლარიზაციას? შეხედეთ მის გამონათქვამებს, ჩართულობას, დესტრუქციას. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციას, მათი მხრიდან ზიზღის რიტორიკა და აგრესიული პოლიტიკა დაბრუნდება",- განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×