რეზონანსი
15.07.2023

ევროპარლამენტარებმა ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, ბოდიში მოუხადონ ჩვენ სახელმწიფოსა და საზოგადოებას, იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კამპანია, თითქოს სააკაშვილი მოწამლეს კვდება და ა.შ. უნდა დასრულდეს.

„წერილები, რაც ჩვენ მივიღეთ თუნდაც ევროპარლამენტარებისგან, მინდა აღნიშნო, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს, ქვეყანასა და საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, თითქოს სააკაშვილი მოწამლა მთავრობამ, კვდება და ა.შ. ამიტომ, ეს საკითხი მინდა, რომ დასრულდეს. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, სწრაფი განვითარება ქვეყნის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×