რეზონანსი
15.07.2023

უკრაინას თავის შიდა ფრონტზე ამ ბრძოლის მოგების შანსი 2014 წლიდან ჰქონდა და ვერ ისარგებლეს, ამიტომაც ვხედავთ რა ხდება მანდ საგარეო საფრთხის მოგერიების თვალსაზრისით, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, მაშინ, როდესაც უკრაინაში ომია, უკრაინის პრეზიდენტს მიხელ სააკაშვილის გასათავისუფლებელ კონფერენციის ჩატარებისთვის სცალია.

„უკრაინული „ლოგიკა" ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენია. ჯერ კიდევ 2022 წლის 25 თებერვალს იმისთვის, რომ მოიცლი ალექსანდრე „ქილერა" მუხაძეს „პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი" რომ მიანიჭო. როდესაც, NATO-ს სამიტის წინ ქვეყნიდან საქართველოს ელჩს აძევებენ, ხოლო სამიტის შემდეგ კიევო-პეჩორას ლავრის წინამძღვარ მიტროპოლიტ პავლეს აპატიმრებ და გირაოს სახით მილიონ დოლარს ითხოვ, რომელიც მეუფეს არ გააჩნია. როდესაც ქვეყანა გენგრევა, ხოლო ზელენსკის და რეზნიკოვის მრავალმილიონიან სულ ახლად შეძენილ უძრავ ქონებაზე ტიკ-ტოკ კლიპები რეკორდებს ხსნიან. როდესაც გცალია და 18 ივლისს სააკაშვილის გათავისუფლებაზე საერთაშორისო კონფერენციისთვის ემზადები, მანამდე საპარლამენტო პეტიციას უყრი კენჭს ამ თემაზე და უმაღლეს დონეზე გვარამიას უწყობ მიღებას, ჩვენი მხრიდან რომელ მხარდაჭერაზეა საუბარი და რის მხარდაჭერაზე?

გარდა ჩემი ხმამაღლა მიმართვისა უკრაინის ხალხისა და ჯარისადმი, დაამარცხეთ შიდა მტერი, რის გარეშე ვერც ერთ გარე მოწინააღმდეგეს ვერ მოერევით! მიბაძეთ საქართველოს, რომელიც სწორედ რომ ომშია ჩაბმული, ოღონდ შიდა მტრებთან და მათ გარე მეკავშირეებთან. სანამ ჩვენ ამ შიდა მტრებს ვერ დავამარცხებთ ჩვენი საგარეო თავდაცვისუნარიანობა სერიოზული საფრთხის ქვეშ იქნება ყოველთვის. საქართველოს და უკრაინას ერთი და იგივე შიდა მტერი ებრძვის. უკრაინას თავის შიდა ფრონტზე ამ ბრძოლის მოგების შანსი 2014 წლიდან ჰქონდა და ვერ ისარგებლეს, ამიტომაც ვხედავთ რა ხდება მანდ საგარეო საფრთხის მოგერიების თვალსაზრისით", - წერს ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×