რეზონანსი
15.07.2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პარტია „საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან „ქართული ოცნების" და „ნაციონალური მოძრაობის" ალიანსზე ისაუბრა.

ფოჩხუას თქმით, ბუჩუკურს არ უნდა დაავიწყდეს, რომ სწორედ მისი პარტიაა „ნაციონალურ მოძრაობასთან"ალიანსში რამდენიმე ქალაქში.

„გახარიას გოგოს, ანას მინდა შევახსენო, რომ როდესაც ახსენებს სიტყვა „ნაც-ქოცურს", არ დაავიწყდეს, რომ მისი, ანუ გახარიას პარტია, დღეს ალიანსში და კოალიციაშია „ნაცმოძრაობასთან" შემდეგ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ... ამიტომ არ უნდა გავატაროთ ეს უტიფრობა არასოდეს, თავად „ნაცებს" ჩაუწვნენ საწოლებში და ხელს სხვისკენ იშვერენ", - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ მას ეჭვი აქვს, „ნაცებიც" და „ქოცებიც" „ნაც-ქოცური" ალიანსის ბევრი შოუს ბევრ სერიას შემოგვთავაზებენ, ეს საკითხები რაც უფრო გაგრძელდება, ჩვენი გუნდისთვის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესო გახდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×