რეზონანსი
16.07.2023

რთულია ასახსნელია ექიმისგან მსგავსი ქცევა. თვითონ ფაქტს - პოლონელი ექიმების მოწვევასა და ამ პროცესში მათ მონაწილეობას მე დავარქმევდი მხოლოდ ერთ სახელს, „თავისუფლება მიშას“, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოიხატა კეთილი ნება, რომ ეს მოთხოვნა თუ თხოვნა დაკმაყოფილებულიყო და პოლონელი ექიმები სააკაშვილთან შესულიყვნენ.

„თავად ფაქტი, რომ წინდებით მოახდინო კვლევის მასალის გამოტანა კლინიკიდან, აბსოლუტურად აბსურდული ქცევაა. განმარტება, რომ თურმე ის ყველაფერს წინდებში ინახავს, სასაცილოა და როგორ შეიძლება ეს სერიოზულად განვიხილოთ. მსგავსი საქციელი შეურაცხმყოფელია, არასერიოზული და ნამდვილად საჭიროა, მოვისმინოთ განმარტება. მე, როგორც საქართველოს ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაინტერესებს, რა იდგა ამ კონკრეტული ქმედების უკან და რას ემსახურებოდა ის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×