რეზონანსი
16.07.2023

„ნებისმიერი შემომსვლელი ინფორმირებულია, თუ როგორ უნდა მოიქცეს. წინდაში რომ არ უნდა ჩაედო არაფერი, ამას ტრენინგი სჭირდება?" - ასე გამოეხმაურა კლინიკა „ვივა მედის" სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ქრონიკასთან" საუბარში მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტს.

ჩხაიძის თქმით, ექიმმა ბიოლოგიური მასალა არალეგალურად აიღო:

„დაირღვა ის, რომ არალეგალურად, არაოფიციალურად აიღო ბიოლოგიური მასალა. ამისთვის აუცილებელია პაციენტის ოფიციალური თანხმობა, ასევე აუცილებელია პენიტენციური სამსახურის და კლინიკის თანხმობა", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისათვის, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამედიცინო ცენტს „ვივა მედში", მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეო გაავრცელა.

უწყების განცხადებით, ვიზიტის დროს, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს" - მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, აქედან გამომდინარე, „აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×