რეზონანსი
16.07.2023

რუსეთს აქვს კასეტური ბომბების საკმარისი მარაგი და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი უფლებას იტოვებს, გამოიყენოს კასეტური ბომბები, თუ ასეთ საბრძოლო მასალებს გამოიყენებენ უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, თუ ისინი ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ კასეტურ იარაღს, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ საპასუხო ზომები", - თქვა პუტინმა.

უკრაინამ მიიღო კასეტური ბომბები აშშ-ისგან, თუმცა კიევმა პირობა დადო, იარაღს მხოლოდ მტრის ჯარისკაცების კონცენტრაციის ადგილებში გამოიყენებს.

შეგახსენებთ, კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება აკრძალულია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×