რეზონანსი
16.07.2023

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ ისტორიის მუზეუმს ეწვია. მინისტრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მუზეუმის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გაეცნო. მხარეებმა თანამშრომლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

მინისტრმა მუზეუმის განვითარების ხელშესაწყობად მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქმიანი ურთიერთობის გააქტიურების შედეგად ოზურგეთის მუზეუმის მდიდარი ფონდის ნახვას მეტი ადამიანი შეძლებს როგორც დროებითი, ისე მუდმივი გამოფენების სახით.

ოზურგეთის ისტორიის მუზეუმი 1936 წელს შეიქმნა და მასში დაცულია არქეოლოგიური (ნეოლითის პერიოდის, ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროს ნივთები), ნუმიზმატიკური კოლექციები (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა), ეთნოგრაფიული, დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის სხვადასხვა პერიოდის მასალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×