რეზონანსი
16.07.2023

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინტერვიუ მასმედიის წარმომადგენლებთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით

“პირველ რიგში, გილოცავთ პეტრეპავლობას, მთელ საქართველოსი ვულოცავ და ვთხოვთ უფალს, მადლი მოციქულებისა შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს ქრისტიანობაში, ღვთის სიყვარულში, ამ გზაზე სვლაში.

 მუხლებში ვერ ვერკვევი, უბრალოდ, იქ იყო ნათქვამი, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით აღიძვრება საქმე და ამ მიმართულებით იქნება გამოძიება. ჯერ გამოკითხული ვარ მხოლოდ მე.

 ძალიან ზოგადი, რაც საჯაროდ მაქვს ნათქვამი, დაახლოებით იმის შესახებ ვისაუბრე.

გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან, ისე, როდესაც ჩვენ კერძოდ გვინდოდა გარკვეული ანალიზი გაგვეკეთებინა, მაშინ გვყავდა ექსპერტები.

ველოდებით, ახლა კიდევ არის ანალიზი აღებული და ქვეყანა არ ვიცი, სავარაუდოდ, გერმანია.

 მე არ დავასახელებ, ჯერ არ ვიცი, სწორად მოვიქცევი თუ არა, რომ დავასახელო. გადაჭარბებული იყო რამდენჯერმე.

რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. ისევ ვსაუბრობთ ამ ტონალობაში, რომ შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ იყო რაღაცა ყოფითი შემთხვევა. თუმცა რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, შესაძლო არის… ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც.

 ამას ვგულისხმობ გარე ჩარევაში და დანარჩენს როგორ დავადასტურებ, სანამ გამოძიება არ დასრულდება?!

დღეს ჩაატარა წირვა. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ სრულიად შრომისუნარიანია და შეზღუდული არ არის არც მსახურებაში და არც საზოგადოებასთან ურთიერთობაში. დღეს ვნახეთ ეს.

იცით რა, როდესაც გრძელდება სისუსტის პერიოდი და გიწევს გამორიცხვის მეთოდით რაღაცების კეთება, ალბათ ერთ-ერთი ეტაპი არის ამაზე ანალიზიც და ეს შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა დროთა განმავლობაში გავიკეთოთ, ისედაც რეკომენდებულია.

ჯერ გუშინ გვქონდა პირველად შეხვედრა გამოძიებასთან და რა მიმართულებით გააგრძელებენ არ ვიცი, ალბათ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

 აი მე მიკვირს, რატომ არის… ვინ წამოჭრა ისევ… ჰო, მაგრამ ისევ… გასაგებია მაგრამ, იცით, რა, იმხელა შეკითხვა დასვით, არა მგონია ახლა ეს ჩაეტიოს თქვენ… გასაგებია, მაგრამ მაშინ სულ სხვა კონტექსტში იყო, ხომ? ქალბატონი შორენა იყო დაზარალებული და ახლა ძალიან მიკვირს, რატომ სვამთ ამ შეკითხვას განსაკუთრებით, შორენაზე მეტს არავის იცნობთ საპატრიარქოში? სხვა ვიღაც ხომ შეიძლება დაასახელოთ კიდევ? მეც კი.

 ახლა ჩვენ მოვისმენთ ალბათ მრავალ ვერსიას, მრავალ ჭორს და ვარაუდს. სინამდვილეში ამის რაღაც საფუძველი ალბათ არასდროს იარსებებს. ძნელია ამისი თქმა. ერთი რამე მინდა გითხრათ, რაც შეიმჩნევა, არის ის, რომ მედიასაშუალება თუ ცალკეული ჟურნალისტები თითქოს ცდილობენ, შიგნით მოხდეს რაღაცა ერთმანეთთან დაპირისპირება და უნდობლობა თვითონ იმ ახლო წრეში, რომელიც მეუფესთან არის დაკავშირებული. ტყუილი მცდელობა არის ახლა, ასეთ ტენდენციას ვხედავთ, რომ ვიღაცები ცდილობენ, ეს დისონანსი შეიტანონ, რაც ფუჭია, არაფერი სასარგებლო შედეგი ამას არ მოჰყვება.

როგორც დავიწყე საუბარი, ისევ იმ კონტექსტში გავაგრძელებ, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ახლა რომ ვამტკიცოთ ხელმოსაკიდი რომელიმე ვერსია, არც ამის საშუალებაა. აი, ამით შემოვიფარგლოთ. ჯერ გამოძიება ახალი დაწყებულია და ვნახოთ, სად მივალთ. დრო და დრო თუ რამე გამოიკვეთება ხოლმე, მზად ვიქნები, ჩაგაყენოთ საქმის კურსში.

მაისიდან დავიწყეთ კვლევა. აქ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არ მოგვინდომებია ამ ამბის გარეთ გამოტანა. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა: ვინც ეს ამბავი გარეთ გამოიტანა, არ ვიცი, განზრახ, ნებსით თუ უნებლიეთ, რეალურად კვლევის პროცესი დააზიანა, იმიტომ რომ ჯობდა სხვაგვარად დაკვირვება, აქ თუ იქნებოდა რაიმე მკაფიო კვალი, შეგვემჩნია. თუ რაღაცა მსგავსი ვერსია განვითარდა, რომ ჩარევით ხდება, რა თქმა უნდა, ასეთი საჯარო განხილვები ამ პროცესს აზარალებს, არ არგებს”

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×