რეზონანსი
16.07.2023

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება.

დეპარტამენტის განმარტებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის" მიერ გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, თითქოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება.

ტენდერი, რომელსაც სიუჟეტში ტყუილის დამადასტურებელ ფაქტად იყენებენ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გამოაცხადა თბილისის გასასვლელი გზის გაფართოვებისთვის. ეს არის მონაკვეთი თბილისის გასასვლელიდან ნატახტრამდე.

უფრო ზუსტად, ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის (კმ17-კმ28, თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-ნატახტარის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის), ანუ სწორედ ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას, როგორც ამას სიუჟეტის ავტორები ამტკიცებენ.

პროექტის მიზანია თბილისის შემოსასვლელი გზის გამტარობის გაზრდა და საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×