რეზონანსი
16.07.2023

ნანდალში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, „იმედის კვირის" ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. დაესწრება თუ არა „რედისონში" ზურაბიშვილი რადიკალების შეხვედრას, ეს ჯერ უცნობია.

იგეგმება თუ არა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება? - კონსპირაციულ შეკრებაზე წინანდალში „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი წევრები იმყოფებიან. მათთან ერთად არიან გახარიას პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად საუბრობენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებთან, საერთო არაფერი აქვთ. შეკრებას ესწრებიან „ლელოსა" და „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებიც.

„იყო რამდენიმე პოლიტიკური პარტია. ასევე იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ბევრი ექსპერტი. საუბარი შეეხებოდა პირველ დღეს აფხაზეთიდან დევნილებს, გალში მცხოვრებ მოსახლეობის პრობლემებს. თემურ ჭყონია იყო გვერდზე სუფრაზე ოჯახთან ერთად მყოფი ადამიანის სტატუსით ამ სასტუმროში. შეხვედრაზე არ ყოფილა", - განუცხადა „იმედის კვირას" მშვილდაძემ.

წყარო: "ტვ იმედი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×