რეზონანსი
16.07.2023

თბილისის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არგუმენტი და ნარატივი იმის შესახებ, რომ გვარამიას გათავისუფლება პოლარიზაციის შემცირებას ისახავდა მიზნად, ევროპარლამენტში გვარამიას და ევროპარლამენტარების გამოსვლით გაქარწყლდა, სადაც გვარამია ხალხს აქტიურობისკენ და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა.

„ეს [გვარამიას შეწყალება] არის წახალისება პოლარიზაციის. ძალიან დამაზიანებელი და მძიმეა ასეთი განცხადებები თუნდაც ქმედებები კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან. [გვარამია] დაკავებული იყო ადამიანების გაშავებით, შეურაცხყოფით. მე შემიძლია საკუთარ თავზე ვისაუბრო და გავიხსენო ის საარჩევნო კამპანია, რომელიც მქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. თუკი რამე სიბინძურე, ცილისწამება მოდიოდა, ყველაფერი იყო ამ ადამიანისგან. შეუძლებელია უბრალოდ გვარამია დღეს რადიკალურად შეიცვალოს და განსხვავებული ადამიანი წარსდგეს საზოგადოების წინაშე", - აცხადებს კალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×