რეზონანსი
16.07.2023

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს სასულიერო პირების, პატრიარქის და მისი მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენის კამპანია.

„ეს კამპანია არ შეწყვეტილა წლების განმავლობაში. თითქოს ვიღაცას აქვს დავალება, რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში თემა - ეკლესიის, სასულიერო პირების, პატრიარქის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში გამოჩენის", - განაცხადა ჯაღმაიძემ „იმედის კვირასთან".

ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი აბსურდული შეტევები, როგორიც მაგალითად ცოტა ხნის წინ გაისმა ნიკა გვარამიას გადაცემიდან, თითქოს მეუფე შიო რუსეთის აგენტია, მასზე იმ დღიდან მიმდინარეობს, რაც პატრიარქმა მოსაყდრედ დაასახელა.

„მეუფე შიოს მდივანი არის ამერიკის მოქალაქე. 30 წელი ხელმძღვანელობდა მის მეუღლესთან ერთად „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მის მდივანს ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა, როგორი საფუძველი გახდებოდა იმის მტკიცების, რომ უეჭველი კავშირი არსებობს რუსეთთან და ამ შემთხვევაში კი ეს იგნორირებულია. მსგავსი აბსურდული შეტევები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მოსაყდრედ გამოარჩია პატრიარქმა და დაასახელა", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×