რეზონანსი
17.07.2023

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი პოლონელი ექიმის სკანდალს გამოეხმაურა: 

„სააკაშვილი კონტეინერით შემოაპარეს და ახლა წინდებით უნდოდათ ნაწილ-ნაწილ „ვივამედიდან“ გაეპარებინათ. სხვა ვარიანტი არ არის. რამდენჯერმე თუ გაიტან ბიოლოგიურ ნიმუშს, შეიძლება იქ აღარ დარჩეს სააკაშვილი. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილი არ კვდება, მაგრამ ამ კლოუნადას წერტილი პოლონელმა ექიმმა დაუსვა, რომელსაც სააკაშვილი ნაწილობრივ წინდებით გაჰქონდა ვივამედიდან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×