რეზონანსი
17.07.2023

არ ვიცი, რისთვის სჭირდებოდა პოლონელ ექიმს მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გატანა, თუმცა, ჩემი შეფასებით, ალბათ გარკვეული რაღაცების გაყალბებისთვის, - ამის შესახებ თბილის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„არ ვიცი, რისთვის სჭირდებოდათ, თუმცა გამომდინარე იქედან, რაც ხდება სააკაშვილის ირგვლივ, მთელი ის კამპანია, რაც მიმდინარეობს, ძალიან დიდი ალბათობით და ეს არის ჩემი შეფასება, ალბათ, სჭირდებოდათ გარკვეული შედეგების გაყალბება. ალბათ ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზე ცალკე ააწყობდნენ ალბათ, გარკვეულ კამპანიას.

ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვუყურებთ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე, რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილის მოწამვლიდან დაწყებული, სიკვდილით დასრულებული. ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი და ფარისევლობა",- განაცხადა კახა კალაძემ.

პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×