რეზონანსი
17.07.2023

გიორგი ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატობაზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" „ქართული ოცნების" მომხრეები გაძლიერდნენ და პრემიერობის ისეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, ვინც „ქართულ ოცნებას" პრობლემებს ვეღარ შეუქმნის, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიას თქმით, დიდი ხანია, ასეთი ძვრები „ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებულია.

„ამიტომ თუ მათი პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება, ახალი და გასაკვირი ამაში არაფერი იქნება", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×