რეზონანსი
17.07.2023

ეს ფაქტი აუხსნელია, ამ ადამიანებს არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა და არავინ უკრძალავდა აეღოთ ეს ნიმუშები კანონის სრული დაცვით - როგორც კი ოფიციალურად მოითხოვეს, ოფიციალურადვე ჩვენ სრული პროტოკოლის შესაბამისად ეს ნიმუშები გადავეცით, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონელმა მედიკოსმა ახსნა-განმარტებაში დაწერა, თუ როგორ მოხდა მის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ბიოლოგიური ნიმუშის არალეგალურად აღება და სად შეინახა მან ეს ნიმუში.

„პოლონელი კოლეგები კლინიკაში შემოვიდნენ დაახლოებით სამი საათისთვის, მე მათ შევხვდი და შემდეგ მათ პაციენტი მოინახულეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად მე მათთან ურთიერთობა მქონდა. თუმცა, მე არ ვიყავი იმ მომენტში, როცა ისინი უშუალოდ პაციენტს ესაუბრებოდნენ და მათ მიერ პაციენტის გასინჯვა ხდებოდა. ამ პერიოდში ისინი ოთახიდან გამოდიოდნენ, ეცნობოდნენ ისტორიას, ინსტრუმენტალური, თუ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. უნდა აღვნიშნო, რომ ისინი ძალიან კოლეგიალურები და კომუნიკაბელურები იყვნენ. მათ ნახეს ყველა კვლევა, მათ დამატებითი არანაირი კვლევა არ მოუთხოვიათ.

მთელი დღის განმავლობაში ამ ადამიანებთან ერთად გვიან საღამომდე ვიყავი. რამდენჯერმე ჩატარდა მათ მიერ კონსულტაციები და მერე, როგორც გავიგე, მათ აუღიათ ბიოლოგიური ნიმუშები, მაგრამ ბიოლოგიური ნიმუშების აღებას აქვს თავისი წესი. როდესაც ჩვენ ეს გავიგეთ, ამ ადამიანებს ავუხსენით, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს თანხმობა პენიტენციური დაწესებულების, პაციენტის და კლინიკის. ამის შემდეგ ოფიციალურად, როდესაც ნებართვა გაიცა პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, ამას ჩვენი კლინიკის წარმომადგენლები ვესწრებოდით, ეს ნიმუშები აღებული იქნა, ჩაიდო კონვერტში, დაილუქა ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი დავიტოვეთ ჩვენ და მეორე ეგზემპლარი მათ გადავეცით.

ეს ფაქტი აუხსნელია, ამ ადამიანებს არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა და არავინ არ უკრძალავდა აეღოთ ეს ნიმუშები კანონის სრული დაცვით. როგორც კი ოფიციალურად მოითხოვეს, ოფიციალურადვე ჩვენ სრული პროტოკოლის შესაბამისად ეს ნიმუშები გადავეცით.

ამ ადამიანმა ამის შესახებ ახსნა-განმარტება დაწერა, თუ როგორ მოხდა მის მიერ ბიოლოგიური ნიმუშის არალეგალურად აღება და სად შეინახა ეს ნიმუში. მან დაწერა, რომ ეს ნიმუში აიღო, მაგრამ შემდეგ ოფიციალურად, როდესაც კანონიერად ნიმუშის აღება მოხდა, მას უნდა ჩაედო ჯიბეში, მაგრამ არ ჩაიდო ჯიბეში, მას ჩვევა აქვს, რომ ყველაფერს ინახავს ფეხსაცმელში. ყველას თავისი ჩვევა აქვს. ნამდვილად, ისინი არიან თავისი დარგის ცნობილი წარმომადგენლები თავიან ქვეყანაში და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, ეს ინციდენტი", - განაცხადა ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×