რეზონანსი
17.07.2023

შიდა ქართლში, გორში "ლიბერთის" ახალი ფილიალი გაიხსნა. ფილიალის გახსნას "ლიბერთის" მენეჯმენტის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი - ვაჟა მენაბდე და საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი - თორნიკე კორძაია დაესწრნენ. ახალი ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად ფარავს მცირე და საშუალო ბიზნესისა და მაღალშემოსავლიანი ფიზიკური პირების მომსახურებას. ფილიალი გორში, ცხინვალის გზატკეცილი N2 მისამართზე მდებარეობს და 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული.

"ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე მორგებული სერვისებისა და მომსახურებების დანერგვას რეგიონებში.

ჩვენი მიზანია, გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ კომფორტული საბანკო მომსახურება. ბიზნესსა და  მაღალშემოსავლიანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალის გახსნით, ვფიქრობთ,  კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ აღნიშნულ პროცესს“, -  განაცხადა ვაჟა მენაბდემ, "ლიბერთის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×