რეზონანსი
17.07.2023

სენაკში წვიმამ ისევ პრობლემები შექმნა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, მაღაზიის საწყობები.

ძლიერი წვიმის გამო არხი წყლის დიდ ნაკადს ვერ ატარებს. დაბინძურებულია ჭები, სასმელი წყლის მილები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

"ერთი 3-4 საათი გადაუღებლად წვიმდა და სადღაც ესე 6 საათისთვის უკვე ასეთი მდგომარეობა იყო. დაიტბორა მთლიანად სარდაფი. სახლში სულ შლამი, ნაგავი, ყველაფერი სავსეა. ჩვენი ძალებით აბსოლუტურად, დახმარება თითქმის არასდროს არ მოსულა," - აცხადებს ადგილობრივი.

მერია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე და მძიმე ტექნიკა ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში. სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.

სტიქიამ სენაკში გასულ კვირასაც შექმნა პრობლემები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×